четверг, 22 апреля 2010 г.



პროექტის სახელი: ,,ჩვენც დავბერდებით“
პროექტის მიზანი:მოსწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის, თანამაშრომლობის,კომუნიკაციის მიზნების ჩამოყალიბების, ამოცანის გადასაჭრელად შესაბამისი ქმედების და რესურსების შერჩევის უნარ ჩვევების განვითარება
პროექტის სრული აღწერა:
პრობლემის განსაზღვრა:გაკვეთილზე მოსწავლეებს ვთხოვე ნახატი საღაურად „ჩემი სოფელი“ პრეზენტაციის დროს ყურადღება მიიქცია ერთი მოსწავლის ნახატმა,რომელსაც გარკვევით ქონდა აღნიშნული ;;სოფელი’’ და მასში მცხოვრები მოსახლეობა,მისი პატარა ოდა სახლები,ამ ოდა სახლში დარჩენილი მოხუცები რომლებიც უმწეონნი არიან.
ბავშვები დაინტერესდნენ ამ მოხუცებით და გადაწყვიტეს შემოევლოთ მთელი
სოფელი და მოეძიათ უმწეო მოხუცები,გაეწიათ მათვის დახმარება გაეცნოთ სოფლის ცხოვრება,მოეძიათ სოფლის ძველებური ჰანგები, ცეკვები,გამონათქმავები. სიტუაციიდან გამომდინარე კლასი დადგა, ამოცანის გადაჭრის გზების ძიების წინაშე .
დასახული ამოცანა
1)მოსტავლეთა მოტივაცია
2)სოფლის ტერიტორიაზე მცხოვრები მოხუცის მოძიება
3)მოხუცების დასახმარებლად რესურსების მოძიება
4)სოფლის კუთხური ჰანგების მოძიება
5)დასკვნის გაკეთება
6)პრეზენტაციის მომზადება
7)შეფასება
მიზნობრივი ჯგუფი დაიყო IV-V-VIIIკლასებად
1)მოსწავლეთა მოტივაცია
მოსწავლეები დიდი ინტერესით არიან ჩართულები პროექტში
2)სოფელში მცხოვრები უმწეო მოხუცების მოძიება
მოხუცების ძებნაში ჩაერთო4–5 კლასის მოსწავლეები,თითოეულმა მოსწავლემ მოიძია თავის სოფელში მცხოვრები მოხუცები, რომლებსაც შვილი არ ყავდათ ზოგს დაეღუპათ,ზოგნი კი მწოლიარენნი არიან.
3)კუთხური ჰანგების მოძიება
ამ საქმიანობაში ჩაებმენ 8კლასის ბავშვები რომლებმაც მოიარეს სოფლები მოიძიეს საარქივო ცენტრებში არსებული ინფორმაციები,ხალხური ლექსები,დაუკავშირდნენ ჯგუფის ხელმძღვანელებს,ამაში ჩართეს მათვის ნაცნობი ჯურნალისტები,რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს ხალხური სიმღერების შექმნის შესახებ.ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია და სურვილი გაუჩნდათ შეისწავლონ ხალხური სიმღერები.ისინი ბავშვებმა ჩაწერეს აუდიო დისკებზე.
4)მოხუცების დასახმარებლად რესურსების მოძიება
ჩაერთნენ სამივე კლასები.ეკონომიკურად ძლიერი მოსწავლეების მშობლებმა მოხუცებს
გაუწიეს ფულადი დახმარება,ასევე მოსწავლეებმა ცაატარეს კონცერტები, გამოფენები ,შემოსული ღანხით მოხუცებს შეუძინეს პროდუქტები,მედიკამენტები,ერთერთი მოსწავლის მამა აღმოჩნდა პურკომბინატის უფროსი ,ბავშვებმა თხოვნით მიმართეს;პურის ფქვილით დახმარებოდნენ,რათა მოხუცებისთვის მიეტანათ.უფროსებმა იმედი არ გაუცრუეს და გამოყვეს 5–5კგ ფქვილი
5)დასკვნის გაკეთება
ოჯახებში მისვლისას ბავშვები გაესაუბრნენ მოხუცებს, გაიზიარეს მათი ტკივილები,გადასცეს მოძიებული პროდუქტები,მედიკამენტები.მოხუცებმა დალოცეს ბავშვები და კმაყუფილი სახეებით გამოაცილეს მათთან მისული ბავშვები
6)პრეზენტაციის მომზადება
პრეზენტაცია მოეწყო მასწავლებლის მოსწავლეების და მშობლების თანდასწრებით
7)შეფასება
მოსწავლეებმა და მშობლებმა გააკეთეს პოზიტიური კომენტარი აღნიშნულ პროექტზე
მოსწავლეთა ასაკი: 14-16 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: მთელი წლის განმავლობაში
პროექტის ვებ გვერდი ბლოგი: www.fatijojua.blogspot.com